მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში შემსვლელ-გამომსვლელებები თერმოსკრინინგს გაივლიან

5f61e5177f806
ინგა მურუსიძე
16.09.20 14:16
882
"ბათუმში შემსვლელ-გამომსვლელებს თერმოსკრინინგს გაუკეთებენ",  - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, მასობრივი თერმოსკრინინგი კომერციულ ოფისებშიც ჩატარდება.

„დღეს უწყებათშორის საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდეს ბათუმში შემსვლელებსა და გამსვლელებზე. მოეწყობა სპეციალური კარვები, რაზეც ოპერაციული შტაბი იმუშავებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც თერმოსკრირინგის შედეგად სიცხე დაუფიქსრდებათ, ჩაუტარდებათ ტესტები“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პრემიერის დავალებით, უკვე ბათუმში იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.