მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში შენობის ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

616161380c4ca
BM.GE
09.10.21 13:25
801
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მეხანძრე-მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ამასთანავე, მაშველები კიდევ აგრძელებენ ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას. 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოხმდართან დაკავშირებით 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.

შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან, ირკვევა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, რომელთაც სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა ედებათ ბრალად. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.