მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ამოქმედდა - აჭარის მთავრობა

612f263db2366
ვიქტორია მღებრიშვილი
01.09.21 11:08
943
დღეიდან, ბათუმში, მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებში აიცრებიან - ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვაქცინაციის სივრცე სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბათუმის სამედიცინო ცენტრისა და საზღვაო ჰოსპიტალის ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ.

„ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრა „ფაიზერისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

დღეს, 12:00 საათიდან, იმუნიზაციის პროცესი ინასარიძის ქუჩაზე მდებარე, სავაჭრო ცენტრ ,,ვილმარტის", ე.წ. ,,ხოფის“ ბაზრობის და ე.წ. ,,ოცნების ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.

მათივე ცნობით, ახალი პროექტი "ავიცრათ ერთმანეთისთვის" საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.