03.სექტემბერი .2019 20:20

ბავარიის პრემიერ-მინისტრი შესაძლოა დაიჭირონ

views 348
უკან

გარემოსდამცველები ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის მარკუს ზიოდერის დაკავებას ითხოვენ. გადაწყვეტილება ახლა ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

როგორც გერმანული მედია იუწყება,  ლუქსემბურგის ევრო სასამართლო (ECJ) სამშაბათიდან იხილავს საკითხს: უნდა წავიდნენ თუ არა გერმანელი პოლიტიკოსები ციხეში, თუ ისინი არ აამოქმედებენ სასამართლოს მიერ გარემოს დაბინძურების შემცირების მიზნით დაწესებულ აკრძალვას დიზელის ძრავიან ავტომობილებზე.

კერძოდ, ამ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს, ბავარიის მიწის პრემიერ - მინისტრ, მარკუს ზიოდერზე (CSU), რომელიც ევროპული სასამართლოს განაჩენის შესრულებაზე დაჟინებით - და ჯერჯერობით წარმატებით - ამ დრომდე უარს ამბობს.

როგორც გარემოსდამცველები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ ლუქსემბურგი შესაბამის ე.წ. სადამსჯელო მექანიზმებს აამოქმედებს, ეს იქნება სიგნალი ყველა პოლიტიკოსისთვის, რათა სამომავლოდ დაემორჩილონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩაერთნონ გარემოს დაცვით ღონისძიებებში.

გერმანიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციები  პრემიერ-მინისტრს აქამდე მიუნხენის სასამართლოშიც უჩიოდნენ და დიზელის  ავტომობილების აკრძალვას ითხოვდნენ. 2012 წელს მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენის მიხედვით, პრემიერს რეგიონის გარკვეულ გზებზე დიზელის ძრავიანი მანქანების  შეზღუდვა დააკისრა, თუმცა მთავრობის მეთაური განაჩენის შესრულებაზე უარს ამბობდა.

"ბავარია არის ავტოინდუსტრიის ქვეყანა და ამიტომ მე წინააღმდეგი ვართ აკრძალვებზე" - განუცხადა ჟურნალისტებს ბავარიის პრემიერ-მინისტრმა ზიოდერმა.

გერმანული მედიის ცნობით, ლუქსემბურგის ევროპული სასამართლოში პროცესები რამდენიმე თვეს გასტანს, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო და გაუშვებს თუ არა ბავარიის პირველ პირს ციხეში.