18.მარტი .2020 13:14

ბავშვები შეიძლება იყვნენ კორონავირუსის გავრცელების წყარო ბაბუებისა და ბებიებისთვის-იმნაძე

views 316
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მიმართს ბავშვების მიმღებლობა დაბალია, თუმცა ისინი გავრცელების კუთხით რისკ ჯგუფს წარმოადგენენ.

„ის, რომ ჩვენთან გამოვლინდა ინფიცირება ბავშვებში, აქ სტატისტიკაზე ლაპარაკი ჯერ ზედმეტია, იმიტომ რომ ქვეყანაში 40-იც არ არის ინფიცირებულთა რაოდენობა.

ჯერჯერობით ბავშვები ისევ რჩებიან საბედნიეროდ, როგორც დაბალი რისკის მქონე დაავადების მიმღებლობასთან დაკავშირებით, ასევე განსაკუთრებით დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით, თუმცა ბავშვები რისკ ჯგუფს წარმოადგენენ დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით, რადგან მათ შედარებით მსუბუქად გადააქვთ, ამიტომ ისინი შეიძლება იყვნენ დამატებითი წყარო თავის იგივე ბაბუებისა და ბებიებისათვის“, - განაცხადა იმნაძემ.