მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვების 90%-ში ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია, ამიტომ უნდა ავიცრათ - ივანე ჩხაიძე

614465b3b99f6
ინგა მურუსიძე
17.09.21 14:18
936
„ბავშვების 90%-ში ინფიცირების წყარო არის ოჯახის წევრი, ამიტომ თუ შვილები გვიყვარს, უნდა ავიცრათ, - ეს განცხადება იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ დღეს გააკეთა.

ზოგადად, ვაქცინაციის ტემპს რაც შეეხება, იმუნიზაციის საბჭოს წევრი ამბობს, რომ ტემპი, ჯერჯერობით, დამაკმაყოფილებელია, თუმცა შედარებით შემცირებულია პირველ აცრაზე რეგისტრირებული ადამიანების რეგისტრაციის მაჩვენებელი.

„თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი არ შევინარჩუნეთ დღიურად 25 ათასზე, არსებობს რისკი, რომ წლის ბოლოსთვის იმუნური ფენა ვერ შეიქმნება, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა. რეგიონებს რაც შეეხება, მაგალითად, სამეგრელოში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია - 11%, ამ მხრივ მაჩვენებლები უნდა შეიცვალოს. ბავშვებს რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების აცრა.

ყველაზე მეტი ინფიცირების წყარო მათთვის სწორედ ოჯახის წევრები არიან. თუ ჩვენი შვილები გვიყვარს, ჩვენ უნდა ავიცრათ, რომ მათი ჯანმრთელობა დავიცვათ. უსაფრთხო ოჯახის შეხედულება არ არის ქვეყანაში გავრცელებული და ეს აუცილებელია. ინფიცირებული ბავშვების 90%-ში წყარო არის ოჯახის წევრი, ამიტომ მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაცია არის მოზრდილების და ბავშვების დაცვა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მან ისაუბრა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის აუცილებლობაზეც. ჩხაიძე მიიჩნევს, რომ რისკ-ჯგუფებში გრიპის საწინააღმდეგო აცრები ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს.

„დღეისთვის არსებული პუბლიკაციები მიუთითებს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ შეიძლება შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა. თუ ადამიანს გრიპის ვაქცინაცია აქვს ჩატარებული, კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. დღეისთვის არსებული კვლევით, 24%-ით შეიძლება შეამციროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრამ კორონავირუსით ინფიცირების დროს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა“, - განაცხადა ჩხაიძემ.