მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვებში „ფაიზერის“ გამოყენების სარგებელი რისკებს აჭარბებს – FDA

6173ba84c959f
BM.GE
23.10.21 11:29
1109
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის(FDA) განცხადებით, კოვიდ–19–ის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინას ბავშვებში უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე რისკი. ამის შესახებ Reuters იტყობინება.

საუბარია 5–დან 11–წლამდე ასაკის ბავშვებზე. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში ძალიან იშვიათად ვითარდება გულის კუნთის ანთების რისკი.

ვაქცინის მწარმოებლის განცხადებით, ვაქცინამ ამ ასაკის ბავშვებში 90.7%–იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ვაქცინის მწარმოებელმა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას საკუთარი ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების მიზნით დამტკიცების თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა. თუ მწარმოებელი ავტორიზაციას მიიღებს, ეს იქნება პირველი ვაქცინა, რომელიც 5–დან 11–წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი. აშშ–ში მცხოვრები ბავშვებისთვის აღნიშნული ვაქცინა ნოემბრის დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იქნება.