მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვის აღზრდისთვის ნორვეგია საუკეთესო ქვეყნად დასახელდა - რომელ ადგილზეა საქართველო?

5e4eca8e38a33
ნათია თაქთაქიშვილი
21.02.20 00:10
2492
როგორც CNBC-ი წერს, ახალი კვლევებით ბავშვების აღზრდის თვალსაზრისით, მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანათა ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ნორვეგია ლიდერობს. საქართველო კი 180 ქვეყანას შორის 76-ე ადგილზეა. სიის შედგენა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდა, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება და კვება.

ახალი კვლევა The Lancet found-მა ჩაატარა World Health Organization-ის თანამონაწილეობით. კვლევის მიხედვით, ნორვეგიის გარდა, პირველ ხუთეულში მოხვდა სამხრეთ კორეა (მე-2 ადგილი), ნიდერლანდები (მე-3 ადგილი), საფრანგეთი (მე-4 ადგილი) და ირლანდია (მე-5 ადგილი).

გამოცემის მიხედვით, აშშ-ი 39-ე ადგილზეა, რომელიც წინ უსწრებს ჩინეთს (43-ე ადგილი) და კუბას (46-ე ადგილი). განვითარებადი ქვეყნებიდან სომალი 178-ე ადგილზე გავიდა, ჩადი - 179-ზე და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა კი ბოლო - 180-ე ადგილზე მოხვდა.

როგორც World Health Organization-ი ანგარიშში აღნიშნავს, ქვეყნები, რომლებიც ზრუნავენ მოსახლეობის ჯანდაცვაზე, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ადამიანის უფლებებს და არ ზღუდავენ საკუთარ პლანეტაზე.

კვლევა მოუწოდებს ყველას, მათ შორის მდიდარ ქვეყნებსაც მეტი ინვესტიციები განახორციელონ ბავშვების ჯანდაცვაში და მათ განვითარებაში, ასევე დაიცვან მათი უფლებები და შეუქმნან კარგი მომავალი.