მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბავშვის განმავითარებელ სათამაშოებზე დიდი მოთხოვნაა“ - "პატარა მკვლევარები"

63fcc0e6042fd
სალომე ხიდურელი
07.03.23 09:00
888
„პატარა მკვლევარები“, რომელიც ბავშვებისათვის განმავითარებელ სათამაშოებსა და ბარათებს აწარმოებს, ბაზარზე 3 თვის წინ გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებელი ელენე გაბუნია BM.GE-სთან ბრენდის კონცეფციაზე საუბრობს.

„პატარა მკვლევარები“ ბავშვებისათვის 10 სახის, სხვადასხვა კატეგორიის განმავითარებელ სათამაშო ბარათს აწარმოებს. ბარათები მზადდება ხელით, უმაღლესი ხარისხის მასალისგან და ნებისმიერი მშობლისათვის კარგი ინვესტიციაა, რადგან წლების განმავლობაში ბავშვისაგან ბარათის დაზიანების შანსი თითქმის არ არის.
ჩვენი სათამაშოები 0 თვიდან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვზეა მორგებული, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად ეხმარება ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მეტყველების შეფერხების, განვითარების პრობლემა ან არიან აუტისტური სპექტრის“, - ამბობს ელენე გაბუნია.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალური ქსელების საშუალებითაა შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ იგეგმება, რომ სათამაშოები სხვადასხვა მაღაზიასა და საბავშვო ბაღებში შეიტანონ. ამასთან, როგორც ელენე გაბუნია ამბობს, შეკვეთები ემიგრანტებისგანაც შემოდის, ამიტომ სამომავლოდ ექსპორტზე გასვლასაც ფიქრობს.

„ბარათების ფასები 10 ლარიდან იწყება და იზრდება მოხმარებლის სურვილებიდან გამომდინარე, რადგან ნებისმიერ მათგანს სასურველი დიზაინის, მათსავე საჭიროებებზე მორგებულ სათამაშოებს ვთავაზობთ. თუმცა არც ერთი შეკვეთის ფასი 35 ლარს არ სცდება“, - აღნიშნავს ელენე გაბუნია.

„პატარა მკვლევარების“ დამფუძნებელი BM.GE-სთან წარმოების სირთულეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რადგან თითოეული ნივთი ხელნაკეთია და მის დამზადებაში მხოლოდ თავადაა ჩართული, მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირს.