მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვის სამოსის ბრენდ “რკოზე” ერთ წელიწადში ფასები 10-15%-ით გაიზარდა

6411d668371ac
ლიკა გურაბანიძე
16.03.23 10:30
739
საქართველოში წარმოებულ ბავშვის სამოსის ბრენდ “რკოზე” ბოლო ერთ წელში ფასები 10-15%-ით გაიზარდა. როგორც კომპანიის  თანადამფუძნებელი თამუნა მესარკიშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა და ფასები ყველაფერზე გაზრდილია, ფასები მომატებულია იმპორტირებულ ნედლეულზეც და შესაბამისად “რკოს” პროდუქტზეც.

“თუ რკოს ბავშვის სამოსის ფასი ერთი წლის წინ იგივე პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე 30 ლარიდან 230 ლარამდე მერყეობდა, ახლა 50 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე მერყეობს.

გაძვირებულ მასალის გარდა, ბაზარზე დასაქმებული პერსონალის ხელფასების ზრდაც დაგვემატა, რამაც საბოლოოდ გასაყიდი პროდუქტი გაგვიძვირა. ქართულ ბაზარზე აქ შეკერილ ბავშვის სამოსზე მოთხოვნა ყოველ დღე იზრდება. რადგან მომხმარებლები მსგავს პროდუქტს მიეჩვივნენ”, - აღნიშნა თამუნა მესარკიშვილმა.

"რკოს" 70% უცხოეთის ბაზარზე, ხოლო 30% საქართველოს ბაზარზე გადის.