ბავშვის ტანსაცმლის ქართული ბრენდის „ლიმოს“ პროდუქცია Amazon-ზე იყიდება. როგორც მისმა დამფუძნებელმა, ნინო გიორგაძემ გადაცემაში „ქალების ნარატივი“ თქვა, „ლიმოს“ ტანსაცმელი ექსპორტზე სამ ქვეყანაში გადის.
"„ლიმომ“ ძალიან მოკლე დროში მიაღწია ბევრ წარმატებას სხვადასხვა ორგანიზაციის, ასევე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით. მონაწილეობას ვიღებთ საერთაშორისო გამოფენებში და ექსპორტზე ვართ სამ ქვეყანაში: სომხეთში, შვედეთსა და საფრანგეთში. ახლა უკვე ჩვენი პროდუქცია იყიდება ამერიკულ Amazon-ზეც. ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ გვერდების საშუალებით, ასევე სოციალურ საწარმოთა ალიანსის მაღაზიაში „ესკი“, - ამბობს დამფუძნებელი.
„ლიმო“ უკვე ორი წელია ბაზარზე არსებობს და სხვა ბრენდებისგან სამოსზე დატანილი ნაქარგები გამოარჩევს. ნინო გიორგობიანი ამბობს, რომ დაქარგული გამოსახულებები ხელს უწყობს ბავშვის კოგნიტურ განვითარებას.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში „ლიმოს“ პროდუქციის შეძენა „გლდანი მოლშიც“ შესაძლებელი გახდება. ასევე, იგეგმება თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა.
„გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე. გვაქვს ბევრი კორპორაციული შეკვეთა, ახლა უკვე ვიცვლით საწარმოო შენობასაც. ჩვენთან 24 სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე ქალი მუშაობს. იანვრიდან ვამატებთ რვა ახალ სამუშაო ადგილს“, - თქვა ნინო გიორგაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო