15.მარტი .2021 12:35

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები დღეს ბექა ფერაძეს შეხვდებიან

ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები დღეს ბექა ფერაძეს შეხვდებიან
views 217
უკან

დღეს, ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძეს და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ნინო კვენეტაძეს შეხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და ბექა ფერაძესთან შეხვედრა მოითხოვეს.

ისინი მუშაობის უფლებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ რეკომენდაციებს და covid-რეგულაციებს აუცილებლად დაიცავენ.

"ბავშვთა გასართობი ცენტრების" ასოციაციის წევრები შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს და ბიზნესმბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს 13:00 საათზე შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა