05.სექტემბერი .2019 12:40

ბავშვთა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო YouTube $ 170 მილიონით დააჯარიმეს

views 223
უკან

ბავშვთა უსაფრთხოების კანონის დარღვევის გამო YouTube $ 170 მილიონით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება აშშ-ის ვაჭრობის ფედერალურმა კომისიამ მიიღო.

როგორც გაირკვა, პოპულარული ვებ-გვერდი მშობლების ნებართვის გარეშე 13-წლამდე ბავშვების პირადი მონაცემებს აგროვებდა, რაც აშშ-ის 1998 წელს მიღებული კანონით იკრძალება და ისჯება. ცნობილი ვიდეო-პორტალი მონაცემებს შემდეგ, ბავშვებისთვის რეკლამის შესარჩევად იყენებდა.


YouTube-ის მფლობელმა კომპანია Google-მა ვაჭრობის ფედერალურ კომისიასთან შეთანხმება მიაღწია და თანხის მთლიანად გადაიხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ YouTube-ში  პირობა დადეს, ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მომავალში დამატებით ზომებს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა