მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახმაროს დასასვენებელი სკვერების განაშენიანების გეგმა დამტკიცდა

5e328a683c68b
BM.GE
30.01.20 11:47
735
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბა ბახმაროს დასასვენებელი სკვერების განაშენიანების რეგულირების გეგმა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მათი ცნობით, გეგმა მოიცავს ბახმაროს სარეკრეაციო არეალში მდებარე 13 805 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების, ტროტუარის და ნარგავების, ბორდიურების, ტერიტორიის მწვანე საფარის, დეკორატიული ღობის მოწყობის და გამწვანების სამუშაოებს. სკვერში განთავსდება სკამები, დამონტაჟდება გარე განათება, ფანჩატური და გაკეთდება ბავშვთა სათამაშო სივრცეები. მოწესრიგდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. საპროექტო ტერიტორიის საპარკე ფუნქციით განვითარება უკვე დაწყებულია, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში კი, იგეგმება სკვერის გაფართოება. დაბა ბახმაროს განახლებული სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2017 წელს დამტკიცდა. როგორც მიწათსარგებლობის, ისე განაშენიანების რეგულირების გეგმა ხელს შეუწყობს დაბის სწორ განვითარებას და დაიცავს კურორტს ქაოტური განაშენიანებისაგან.