მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახმაროში 12,588 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 2.5 მლნ ლარად "ორბი ჯგუფმა" იყიდა

5df78c08bb1d9
შოთა ტყეშელაშვილი
16.12.19 17:53
5425
"ორბი ჯგუფმა" ბახმაროში 12,588 კვადრატულ მეტრის მიწის ნაკვეთი 2,543,000 ლარად შეიძინა. ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამართული საჯარო აუქციონი დასრულდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ "ორბი ჯგუფმა" მიიღო. 

საპრივატიზებო პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 35 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა აამოქმედოს. ამასთან, სასტუმროს მოსაწყობად არანაკლებ 3 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ასევე, სასტუმროს ფუნქციონირების დაწყებიდან 2 თვის ვადაში, არანაკლებ 15 ადამიანი დაასაქმოს არანაკლებ 2 წლის ვადით.