მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახმაროში სასტუმრო “პანორამა ბახმარო” გაიხსნა

620df4b118134
მარიამ ვარადაშვილი
18.02.22 00:24
3260
ბახმაროში სასტუმრო “პანორამა ბახმარო” გაიხსნა. როგორც სასტუმროს მფლობელმა გიორგი კეჭაყმაძემ BMG-ის უთხრა, სასტუმრო 31 დეკემბერს გახსნეს და გახსნიდან ერთ თვეში უცხოელი ტურისტებიც მიიღეს. ამ ეტაპზე სასტუმრო 9-ნომრიანია და სრული დატვირთვით 26 ადამიანის მიღება შეუძლია.

“სასტუმროს შენება რომ დავიწყეთ, ძირითადად ჩვენი ოჯახის ფინანსებს ვიყენებდით. შემდეგ “თიბისი” ბანკმა სესხი მოგვცა. ნაწილი სტარტაპებისთვის განკუთვნილი სესხი იყო, ნაწილი კი ქონებით უზრუნველყოფილი კრედიტი. ჯამში 300 ათასი ლარის მოცულობის სესხი ავიღეთ. მთლიანობაში სასტუმროს მშენებლობაზე 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა”,- ამბობს გიორგი კეჭაყმაძე.

რაც შეეხება დასაქმებულებს, “პანორამა ბახმარო” ამ ეტაპზე ხუთ ადამიანს ასაქმებს. სასტუმროს მფლობელის თქმით, მშენებლობის პროცესში სხვადასხვა სამუშაოზე უფრო ბევრი ადამიანი ჰყავდათ დასაქმებული.

“25 თებერვლიდან გვაქვს ჯავშნები და ტურისტების ჯგუფებს ველოდებით”,- ამბობს “პანორამა ბახმაროს” მფლობელი.