02.სექტემბერი .2019 13:20

ბახტაძე - 2/3-ით გავზარდეთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში

უკან

დაახლოებით ერთწლიანი პრემიერ მინისტრობის საქმიანობის შეჯამებისას მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე საუბრისას შედარება მისი წინამორბედის მთავრობის მუშაობის შედეგებთან გააკეთა.

“2016 წელთან შედარებით, 2/3-ით გავზარდეთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ხოლო 2019 წლის პირველ 8 თვეში 45%-ით გავზარდეთ ათვისება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით”,- წერია ბახტაძის განცხადებაში.

მთავრობის თავმჯდომარეობიდან გადამდგარი მამუკა ბახტაძე წერს, რომ ახალი ეკონომიკური მოდელის პრინციპი არის კაპიტალური ინვესტიციების მასშტაბური ზრდა. ბახტაძის შეფასებით, მთავრობას რეგიონების თანაბარი ეკონომიკური განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის საშუალება გაზრდილმა ბიუჯეტმა მისცა. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკვე განხორციელებული შესყიდვებით მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სიტუაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მამუკა ბახტაძე განსაკუთრებით რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს:

• კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის რეალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის დამთავრება 2023 წლამდე;
• საქართველოს დიდი ქალაქების თანამედროვე ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბება;
• ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია;
• შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
• მთის კურორტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა