02.სექტემბერი .2019 16:22

ბახტაძე ახალი პრემიერის დანიშვნაზე: დაველოდოთ სამშაბათ დილას

უკან

„სამშაბათს პარტიის ოფისში შეხვედრა გვექნება, სადაც გადაწყვეტილება გაჟღერდება,“ - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე - მომავალ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია სახელდება, თუ გქონდათ ამის შესახებ კონსულტაცია?  პრემიერმა უპასუხა, რომ:  

„დღეს ეს არის საკმაოდ აქტუალური თემა, ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. არა მხოლოდ მქონდა კონსულტაციები დღესაც გვექნება და უკვე ხვალ დილით საბოლოო პოზიცია გვექნება. ჩვენ ხვალ დილითაც ვიკრიბებით. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება საუბარი ამ კონსულტაციის შინაარსზე. აქედან გამომდინარე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ სამშაბათ დილას“- განმარტა ბახტაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოსტის დატოვების შესახებ სოციალური ქსელით გაკეთებული განცხადების შემდეგ ტექნოპარკში თოქ-შოუების წამყვანებს ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა