12.თებერვალი.2019 11:52
საზოგადოება

ბახტაძე: მიწის რეგისტრაციის რეფორმით, 600,000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა

ბახტაძე: მიწის რეგისტრაციის რეფორმით, 600,000-ზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად, 600,000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

ბახტაძის თქმით, 2016 წლის 1 აგვისტოს დაწყებული პროგრამის შედეგად, ჯამში 300,000 ჰექტარის მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია მოხდა. 

"მიწების რეგისტრაცია 2016 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო და დღემდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა. დღეის მდგომარეობით, უკვე ფაქტობრივად აღმოფხვრილია ყველას ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან. გამარტივებულია პროცედურები, მოხსნილია ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წახალისებულია მიწის რეგისტრაციის პროცედურა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, არის ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები. სწორედ ამას ითვალისწინებს რეფორმა და აწესებს ახალ სტანდარტებს, რითაც უფრო მეტად დაცული ხდება მიწის მესაკუთრის უფლებები.

დღეს ჩვენს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლონ საჭირო სერვისებით, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, აქტიურად ისარგებლონ ამ გამარტივებული პროცედურებით,"- ამბობს ბახტაძე. 

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.აპრილი.2019 00:10
102

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 18:50
1369

"სილქნეტი" მობილური ინტერნეტის პაკეტებს აიაფებს

ვრცლად
18.აპრილი.2019 16:50
66

ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში ადანაშაულებენ

ვრცლად
18.აპრილი.2019 16:45
78

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ვრცლად
18.აპრილი.2019 16:15
95

"პანორამა თბილისის" მშენებლობა სავარაუდოდ, მომავალ კვირას განახლდება

ვრცლად