02.სექტემბერი .2019 16:15

ბახტაძე: მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სესხის 100 ლარი, უცებ 150 არ გახდება

views 373
უკან

მოქალაქემ, რომელსაც აქვს სესხი, მან უნდა იცოდეს, რომ ყოველთვიურად იხდის 100 ლარს სესხის მომსახურებისთვის,(და ეს თანხა) არ გახდება უცებ 150 ლარი, რაც ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, იყო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბახტაძემ ტელეწამყვანებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც ის ამ წუთებში მართავს.

ბახტაძის თქმით, მისი მიზანი იყო შეემცირებინა საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება უცხოურ ვალუტაზე და სხვა ქვეყნების ეკონომიკებზე, რადგან მომავალში ვალუტის ცვლილება ისე მტკივნეულად არ ასახულიყო მოსახლეობაზე, როგორც დღეს არის.

“პირველი ამოცანა, რომელიც ჰქონდა ჩვენს გუნდს იყო, რომ რადიკალურად შეგვემცირებინა დამოკიდებულება და მოწყვლადობა საქართველოს ეკონომიკის, რადგან ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი დოლარიზაცია. და მე მაქვს მარტივი პოზიცია: რიგითი მოქალაქისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ეს საკითხი არ უნდა იყოს ისეთი მტკივნეული, როგორიც დღეს არის.

რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მცირე ეკონომიკა, მთავარ სავაჭრო პარტნიორებში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს: ორ მსხვილ ეკონომიკას შორის შეიძლება იყოს სავაჭრო ურთიერთობებზე გაუგებრობა, როგორიც დღეს ხდება; ამან იმოქმედოს წამყვანი ვალუტების პოზიციაზე და შესაბამისად, ეს ნეგატიურად აისახოს მოსახლეობაზე. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი ინიციატივა მხარდაჭერილი ყველას მიერ, როცა დავიწყეთ ლარიზაციის თვალსაზრისით აქტიური ნაბიჯების გადადგმა და ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც უჭერდნენ მხარს”,- განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა