02.სექტემბერი .2019 15:53

ბახტაძე: თანამდებობის დატოვებაზე პირველი საუბარი გაზაფხულის ბოლოს მქონდა

views 311
უკან

ტექნოპარკში თოქ-შოუების წამყვანებთან მიმდინარე შეხვედრისას მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვებამდე რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის წასვლის მიზეზებზე. მისი განმარტებით, მიზნები, რაც იყო მისი პრემიერ მინისტრობის თანამდებობაზე წარდგენისას, არის მიღწეული.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ კიდევ გაზაფხულის ბოლოს პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაიწყო.

"ეს საუბრები გრძელდებოდა. გუშინ მქონდა საბოლოო კონსულტაცია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება.
ის ამოცანა და მიზნები, რაც იყო ჩემი ამ პოსტზე წარდგენისას არის მიღწეული. სტრატეგიული ჩარჩო არის დანერგილი და ამ თვალსაზრისით ის მიზნები და ამოცანები რაც მამოძრავებდა, რისთვისაც გუნდმა მომცა მანდატი და ნდობა მიღწეულია",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ მამუკა ბახტაძემ დღეს Facebook პოსტის მეშვეობით განაცხადა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა