02.აგვისტო .2020 17:00

„ბაზალტ ფაიბერსი“ პანდემიის მიუხედავად წარმოებას ზრდის - ინვესტიცია 5 მლნ ლარია

views 405
უკან

5 მლნ ლარის ინვესტიცია - 20%-30%-ით გაზრდილი წარმოება და დასავლეთ საქართველოში შექმნილი სასაწყობე ბაზა - ასეთი გეგმა აქვს კომპანია „ბაზალტ ფაიბერსს“ 2020 წელს პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი ივერი ქუცნაშვილი განმარტავს, პანდემიამ მათ წარმოებაზეც იქონია გავლენა და ნაცვლად დაგეგმილი ზრდის ტემპი მათთვის ჩვეული 60%-დან, 30%-მდე შეამცირა.

ივერი ქუცნაშვილი ამბობს, რომ კომპანიას 2020 წელს წარმოების 200%-ით გაზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმდა ობიექტური მიზეზების გამო მიმდინარე წელს მხოლოდ გეგმის ნაწილი შერულდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ზრდა შენელდა, ჩვენ ვზრდით ჩვენს წარმოებას და ძირითადი პროდუქტების მიმართულებით პრაქტიკკულად ვაორმაგებთ საწარმოო სიმძლავრეებს, რისთვისაც 5 მლნ ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ.

2020 წელს კომპანიას უფრო მასშტაბური ინვესტიციები ჰქონდა დაგეგმილი, რამაც დროში დაახლოებით 1 წლით გადაიწია“, - აღნიშნავს „ბაზალტ ფაიბერსის“ დირექტორი.

მისი ინფორმაციით, საწარმოს განვითარებით კომპანია კიდევ 30-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.

„ინვესტიციის ნაწილი საწარმოში საწარმოო ხაზების გაძლიერებას მოხმარდება, ნაწილი კი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიაში სასაწყობე ბაზის შექმნაზე მიიმართება. დღეისთვის საწარმოში დაახლოებით 50 ადამიანი გვყვავს დასაქმებული, გაფართოების შედეგად კი წელს დაახლოებით 30 სამუშაო ადგილის შემქნას შევძლებთ“, - განაცხადა ივერი ქუცნაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა