მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარს კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ტოვებს

5f4b9a679b31c
BM.GE
30.08.20 16:03
4268
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ბანი კრედიტის" რეგისტრაცია გაუქმდა და ორგანიზაციაში ლიკვიდატორი დაინიშნა. 2019 წლის ანგარიშგების თანახმად, "ბანი კრედიტმა" 1.5 მლნ ლარის ზარალი განიცადა. 

შედეგად ბაარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა 40-მდე შემცირდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაზარი 20-მდე მოთამაშემ დატოვა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის ივნისის მდგომარეობით, მისო-ების ჯამური აქტივების ღირებულება 1.3 მილიარდი ლარი იყო. 

2020 წლის პირველ 6 თვეში სექტორის ჯამურმა ზარალმა 29 მილიონი ლარი შეადგინა. მიკროსაფინანსო ბაზარი წმინდა მოგების პიკურ მაჩვენებელზე 2016 წელს გავიდა და ის 151.8 მილიონ ლარს შეადგენდა, 2017 წლიდან კი მოგებიანობის ჯამური მაჩვენებელი ყოველწლიურად დაღმავალია.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, მისო-ების საკრედიტო პორტფელის მოცულობა 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან ყველაზე მეტი თანხა - 446 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის. მეორე ადგილზე 262 მილიონით სამომხმარებლო სესხებია, 200 მილიონით კი მესამე ადგილზე ვაჭრობის ფინანსირებისთვის გამოყოფილი სესხებია, რომელთაც უმეტესად მცირე მეწარმეები იღებენ. 

კონსოლიდირებული ფინანსური შედეგებიდან ჩანს, რომ მკვეთრად არის შემცირებული "ონლაინ სესხების" ბაზარი და მისი პორტფელი მხოლოდ 16.4 მილიონ ლარს შეადგენს. ერთი წლის წინ ამ სესხების პორტფელის მოცულობა 66 მილიონ ლარს შეადგენდა.