24.ნოემბერი .2022 00:00

ბაზარზე ახალი ავტომობილების ძალიან დიდი დეფიციტია - კავკასუს ავტო იმპორტი

ბაზარზე ახალი ავტომობილების ძალიან დიდი დეფიციტია - კავკასუს ავტო იმპორტი
views 1065
უკან

2022 წლის 10 თვეში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის იმპორტმა 1,223 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 11.4 პროცენტი იყო.

როგორც ავტოიმპორტიორები ამბობენ, ქვეყანაში იმპორტირებულ, როგორც ახალ ისე მეორეულ ავტომობილებზე მოთხოვნა მზარდია. მათი თქმით, მოთხოვნის თვალსაზრისით მეორეული ავტომობილები ლიდერობს, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ახალი ავტომობილების დეფიციტია.

კავკასუს ავტოიმპორტის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ლომიძე აცხადებს, რომ მზარდია ფასების დინამიკაც, რაც პანდემიიდან მოყოლებული შენარჩუნებულია.

მისი თქმით, ფასების ზრდა განპირობებულია რამდენიმე ძირითადი ფაქტორით, მათ შორისაა საზღვარგარეთ ავტომობილების გაძვირება და ტრანსპორტირებაზე გაზრდილი ტარიფები, რაც პანდემიის შემდეგ არ დაკორექტირებულა.

“ძალიან დიდი დეფიციტია ახალ ავტომობილებზე. ახალი ავტომობილის შეძენის პრობლემაა, ეს იმიტომ რომ თუ შეძენა გინდა დაახლოებით 6 თვე, ზოგჯერ 1 წელიც კი ელოდები ახალ ავტომობილს. ეს იმიტომ რომ ახალი ავტომობილის წარმოებაში არის პრობლემა, რადგან ნედლეულის მიწოდებაში დარღვევებია.

შესაბამისად, მეორეულ ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება და ფასებიც დაახლოებით 20-25%-ით გაზრდილია,”- აცხადებს დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა ლომიძე.






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა