მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე ახალი ქართული ლუდი - "იმასქენი" გამოჩნდა

5da494a97dc31
სალომე ჭიპაშვილი
14.10.19 20:20
8413
კომპანია "მაისტერბრაუ" ლუდის მოყვარულებს გერმანული ნედლეულით დამზადებულ ქართულ ლუდს სთავაზობს, ნამდვილი იმერული სახელით - "იმასქენი".

ინსპირაციის წყარო ოსური ლუდის შესახებ ინტერნეტში წაკითხული სტატია აღმოჩნდა.

"სტატიის წაკითხვის შემდეგ, სამზარეულოში, სახლის პირობებში შევეცადე გამეკეთებინა ლუდი და ბიზნესიდეაც აქედან გაჩნდა, ხოლო იდეის სისრულეში მოსაყვანად, პირველ ეტაპზე საკუთარი მანქანის გაყიდვა მომიწია", - აცხადებს BMG-ისთან საუბარში "მაისტერბრაუს" დამფუძნებელი გოჩა ვაჭარაძე.

დღეისათვის ლუდსახარში "მაისტარბრაუ" გაუფილტრავ ლუდს აწარმოებს, რომელიც ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც ჩამოსასხმელი სახით, ასევე ბოთლში დადუღებული.  ამ დროისთვის "იმასქენის" წარმადობა 2 ტონას შეადგენს.

"მაისტერბრაუ" მომხმარებლებს ასევე არყის გამოხდის სერვისსაც სთავაზობს, რომელიც გერმანული დანადგარებით ხორციელდება. კომპანია  დაახლოებით, 15 სახეობის ხილის არაყს და ვისკს აწარმოებს.


"გვაქვს ტურისტული მიმართულებაც, გვაქვს მარანი, სადაც ვიღებთ სტუმრებს და ვაცნობთ ჩვენს პროდუქციას", - აცხადებს გოჩა ვაჭარაძე.