მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე დიეტური "ფერადი პურები" გამოჩნდა

5dd13c1a1b122
ანი ციხისთავი
17.11.19 17:05
2399
საქართველოში ჭარხლის, სტაფილოს, ისპანახისა და ჩაქაფულის პური გამოჩნდა. პროდუქციას კომპანია “სენვი” აწარმოებს. როგორც Bm.ge -ს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა საბა მანჩხაშვილმა განუცხადა, პური ბაზარზე უკვე ერთი თვეა, რაც გამოჩნდა და ამ ეტაპზე პროდუქცია მხოლოდ “სევიში” იყიდება.

“ძალიან ხშირი გახდა ჭარბი წონის პრობლემა, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ასეთ პროდუქტზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა”, - აცხადებს მარკეტინგის ხელმძღვანელი, საბა მანჩხაშვილი. მისი თქმით, ფერადი პურები ბოსტნეულს და ნაკლებ საფუარს შეიცავს, რის გამოც დიეტურია.

ამასთან, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი განმარტავს, რომ პროდუქტის ფასი საკმაოდ დაბალია. ხოლო პურები სრულად ნატურალურია და ქართული პროდუქტისგან მზადდება.

ცნობისთვის, კომპანია “სენვი” ქართულ ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. დღეს კომპანიას უკვე ოთხი მიმართულება აქვს: რესტორანი (მოლეკულური სამზარეულოთი), კონდიტერია, კაფეტერია და პურ-ფუნთუშეულობა. 2020 წლისთვის კომპანია დიაბეტური ტორტებისა და ნამცხვრების წარმოებას გეგმავს.