03.მაისი .2020 16:00

ბაზარზე დოლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 14.3%-ით გაიზარდა-ექსპერტიზის შედეგები

views 636
უკან

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ გასულ წელს ექსპერტიზა ჩატარდა კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან გამოგზავნილ და ფიზიკური პირების მიერ შემოტანილ 7,116 ცალ საეჭვო ფულის ნიშანზე.





2019 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 26.4 %-ით, ხოლო ლარის ყალბი მონეტების რაოდენობა - 26.9%-ით შემცირდა. ასევე შემცირებულია ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა - 20.2%-ით.

ამასთანავე, აშშ დოლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 14.3-ით, ხოლო სხვა უცხოური ვალუტების ყალბი რაოდენობა 7.1 %-ით არის გაზრდილი. ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2019 წლის წლიურ ანგარიშში გამოქვეყნდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა