მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზარზე გურჯაანში მოყვანილი შოტლანდიური ჯიშის მაყვალი გამოჩნდა

5f20125d362bd
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.20 15:55
3476
"კენკრის მწაროებელი ბრენდ -  „მარგოს“ დასახელებით მაყვალი ქართულ ბაზარზე წელს გამოჩნდა",  - ამის შესახებ BM.GE-ის მაყვლის ბაღების ერთ-ერთმა მეპატრონე ნიკოლოზ ღვაბერიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, შოტლანდიური ლოხნესის ჯიშის მაყვლის ბაღი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში 2.5 ჰა-ზე 3 წლის წინ 170 000 ლარის ინვესტიციით გაშენდა და პირველი მოსავალი წელს აიღეს.

„მაყვლის ბაღის გაშენებისთვის 170 000 ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, საიდანაც სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ თანადაფინანსება 20 000-25 000 ლარამდე იყო. დიდი მხარდაჭერა იყო ასევე USAID-ის პროგრამიდან, რომლის საშუალებით, მაყვლის ნერგები საქართველოში ჩამოვიტანეთ და დღესაც პროგრამის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, პორტუგალიელ აგრონომთან კონსულტაციებს გავდივართ. აღსანიშნავია ისიც, რომ საკუთარი ინვესტიცია "თიბისი ბანკის" კრედიტის დახმარებით ჩავდეთ.

პირველი მოსავალი წელს ავიღეთ, რამაც 2 ტონა შეადგინა, რაც სავსებით პირველი წლისთვის ნორმალურია, მომავალი წლისთვის 4-5-ჯერ მეტ მოსავალს ველოდებით“, - განაცხადა ნიკოლოზ ღვაბერიძემ.

მაყვლის ბაღების ერთ-ერთი მეპატრონე ამბობს, რომ ექსპორტზე წარმოების მცირე მოცულობის გამო ვერ გადიან და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას ჯერდებიან.

„მცირე მეწარმეებისთვის ექსპორტზე პროდუქციის გატანა ძალიან ჭირს, იმიტომ რომ ექსპორტის მიმართულებით არ არის განვითარებული ისეთი პროექტები, რომელიც მეწარმეს დაეხმარება საექსპორტო ბაზრებზე თავისი პროდუქციის რეალიაცია, ერთნაირი მახასიათებლების პროდუქტების შეკვრით მოახდინოს და შესაბამისად მცირე მეწარმეებს უჭირთნ ექსპორტზე გასვლა. შესაბამისად ქართულ ბაზარზე შევედით, სადაც „მარგოს“ მაყვლის ყიდვა მომხმარებელს „ნიკორას“ მაღაზიათა ქსელსა და საბითუმო ბაზრებზე შეუძლია“, - ამბობს ღვაბერიძე.

„მარგოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული ბაზრის თავისებურებებზეც საუბრობს და იმ გამოწვევებს გამოყოფს, რომელიც დღეს ამ კუთხითაა. 

ადგილობრივ ბაზარზე მომხმარებელმა არ იცის მაყვლის ღირებულებები და გარჩევა. ის მხოლოდ ვიზუალურად არჩევს მაყვალს და გემოვნურ თვისებებს არ აქცევს ყურადღებას. ეს არის ჩვენთვის ძირითადი პრობლემა, რადგან ლოხნესის ჯიშის მაყვალი სხვა ჯიშებთან შედარებით უფრო მცირე ზომის არის, თუმცა გემოვნური თვისებებით უფრო გემრიელია“, - განაცხადა ნიკოლოზ ღვაბერიძემ.

მოთხოვნის ზრდასა და მომხმარებლის დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული მაყვლის ბაღების გეგმებიც: „იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ მომხმარებელში გამომუშავდება მაყვლის მიღების კულტურა, მაგალითად, დილით ან ლანჩზე, ვგეგმავთ, რომ კვლავ ფრეშად გავყიდოთ პროდუქტი და ჩვენი მაყვლის ხარისხი გავზარდოთ, ხოლო თუ მოთხოვნა არ გაიზარდა მაყვალზე, მაშინ მოგვიწევს მეორე გზით წასვლა, რაც მაყვლის გადამუშავებას და მისგან ჯემების და მურაბის დამზადებას გულისხმობს, თუმცა ეს ჯერ იდეის დონეზე გვაქვს", - აცხადებს მაყვლის ბაღების მეპატრონე.

მისივე ინფორმაციით, სეზონურად მაყვლის ბაღში 20-მდე ადამიანი საქმდება, ხოლო მუდმივად 3-4 ადგილობრივია დასაქმებული.