22.აგვისტო .2020 09:30

ბაზარზე ქართულ-აფხაზური საწარმო "სამურზაყანოს" წარმოებული თაფლი და აჯიკა გამოჩნდება

views 645
უკან

ქართულ-აფხაზური წარმოების არყის შემდეგ, მალე ბაზარზე „სამურზაყანოს“ ბრენდის ქვეშ აჯიკა და თაფლიც გამოჩნდება. BMG-ისთან საუბარში ამხანაგობა "გალი 777"-ის თავმჯდომარე ლექსო გოგოხია ამბობს, რომ მათ მიერ წარმოებული პირველი საცდელი პროდუქცია უკვე მზადაა და ეტიკეტების დაკვრის შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

"ბრენდის გაფართოება პირადი სახსრებით შევძელით; ამ ეტაპზე, მზად გვაქვს 200 ქილა წითელი და მწვანე აჯიკა, ასევე, 50 ქილა თაფლი, რაც მთავარია ნატურალური, რომელთა რაოდენობის ზრდა უახლოეს მომავალში კიდევ იგეგმება“, - ამბობს ამხანაგობა „გალი 777“-ის თავმჯდომარე ლექსო გოგოხია.

“გალი 777“ პირველი ქართულ-აფახაზური საწარმოა, რომელიც 2020 წლის იანვრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალში, აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების მიერ ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. საწარმოს ასაშენებლად ჩადებული ინვესტიცია კი 35 ათასს ლარს შეადგენდა.

ლექსო გოგოხიას თქმით, მათ მიერ წარმოებული არყის რამდენიმე ნიმუში ლაბორატორიულ ტესტირებაზე „ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელის თიკა სვანიძის დახმარებით გაიგზავნა. როგორც Bmg-ისთან საუბარში ლექსო გოგოხია აღნიშნავს, მათ მიერ წარმოებულ პროდუქტზე დაინტერესება უცხოეთიდანაც არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა