მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკი Backbase–თან პარტნიორობით მომხმარებელს ინოვაციურ ციფრულ პლატფორმას შესთავაზებს

6024f037b228f
BM.GE
11.02.21 12:49
877
ბაზისბანკი Backbase-ის საბანკო ურთიერთობის პლატფორმას ნერგავს, რათა შეცვალოს ადგილობრივი ბაზარი ინოვაციური შესაძლებლობების განვითარებით.

ბაზისბანკმა მსოფლიოს წამყვან საბანკო ინოვაციური ტექნოლოგიის მომწოდებელ ჰოლანდიურ კომპანია Backbase–სთან თანამშრომლობა დაიწყო. კომპანია, როგორც საუკეთესო, აღიარებულია დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ. Backbase-ის საბანკო ურთიერთობის პლატფორმით სარგებლობენ მსოფლიოში ისეთი ცნობილი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Barclays, Citibank, Deutsche Bank. www.backbase.com  

აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბანკის ციფრულ გარდაქმნას და მომხმარებლებისათვის სრულიად ინდივიდუალური მიდგომების შეთავაზებას. Backbase–ის მსოფლიო ლიდერი საბანკო ურთიერთობის პლატფორმა, ბაზისბანკს საშუალებას მისცემს დისტანციური მომსახურება მრავალფეროვანი გახადოს მომხმარებლებისთვის, უნიკალური მობილური გამოცდილების შეთავაზებით - ინოვაციური შესაძლებლობების სწრაფი და მასშტაბური განვითარებით.

ბაზისბანკი განავითარებს Backbase-ის საბანკო ურთიერთობის პლატფორმას - ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების სრულყოფილ პაკეტს, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მართონ მომხმარებლის მომსახურების თითოეული ეტაპი - შექმნან თანამედროვე, მობილურისთვის გათვლილი პლატფორმა, რომელიც იძლევა სერვისების მომხმარებლებზე ინდივიდუალურად მორგების შესაძლებლობას. ახალი პლატფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია ამ ეტაპზე, როდესაც ბაზისბანკი და მის ჰოლდინგში შემავალი სადაზღვევო და სალიზინგო კომპანიების განვითარების სტრატეგია ერთიანი ფინანსური მარკეტის შექმნაა, სადაც ჰოლდინგის მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ერთ სივრცეში შეიძინოს ნებისმიერი საბანკო, სადაზღვევო თუ სალიზინგო პროდუქტი. პლატფორმის საშუალებით, რამდენიმე ღილაკზე დაჭერით, მარტივად იქნება შესაძლებელი კლიენტად დარეგისტრირება, საიდანაც მომხმარებელს წვდომა ექნება ერთიან სივრცეში თავმოყრილ ნებისმიერ ფინანსურ პროდუქტსა და სერვისზე, საკუთარი საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად. ბაზისბანკი, როგორც ძლიერი მოთამაშე კორპორატიული საბანკო მომსახურების სფეროში, იმედოვნებს, რომ Backbase-სთან თანამშრომლობით საცალო მომხმარებლებისთვისაც მოქნილი, სრულიად ციფრული მომსახურების შეთავაზებას შეძლებს.

მომხმარებლის გამოცდილების ზრდასთან ერთად, Backbase–ის ტექნოლოგია ბაზისბანკის ჰოლდინგს მისცემს წვდომას ექსპერტულ ტექნიკურ ცოდნაზე, რაც ხელს შეუწყობს ციფრული ინოვაციების განვითარებას და ბაზრისთვის ახალი შეთავაზებების მიწოდებას მოკლე დროში. პლატფორმის თანამედროვე არქიტექტურის დანერგვა პირველი ნაბიჯია ბაზისბანკის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში - მომხმარებლებისთვის ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, გახდეს სრულყოფილი მომსახურების (one-stop-shop) მიმწოდებელი ერთიან სივრცეში.

რატი დვალაძე, ბაზისბანკის საოპერაციო მიმართულების დირექტორი: ”ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ Backbase არის სწორედ ის პარტნიორი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მიზნის მიღწევაში, დავძლიოთ სტატუს-კვო საქართველოს ფინანსური სერვისების დარგში. მომხმარებელს სურს მეტად მოხერხებულად, მარტივად, და ერთიან სივრცეში მიიღოს ფინანსური სერვისები. ჩვენი იდეა, ბაზისბანკის ჰოლდინგი გახდეს ერთგვარი ციფრული ფინანსური მარკეტი კი, პირდაპირ პასუხობს მომხმარებლის ამ სურვილს.
Backbase–თან თანამშრომლობით, ჩვენ ციფრულ ინოვაციებში პოზიციონირებით მომხმარებლებს შევთავაზებთ პერსონალურ სერვისებს და ამავდროულად გავხდებით მათი ყოველდღიური წარმატების მონაწილე. ”

პიერ-ალექსანდრე ბულეი, Backbase-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხელმძღვანელი: ”ჩვენ მოხარულები ვართ, ვითანამშრომლოთ ბაზისბანკთან. ჩვენ პირადად ვიხილეთ ბანკის ერთგულება საკუთარი მომხმარებლების მიმართ და ასევე, ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერა, შესაბამისად, მოუთმენლად ველოდებით მათ მიერ ჩვენი საბანკო ურთიერთობის პლატფორმის დანერგვას, ციფრული ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად და საკუთარი მომხმარებლებისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შესაქმნელად”.

Backbase-ის შესახებ

Backbase- ის მისიაა საბანკო სისტემის გარდაქმნა, იმისთვის, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა არა მხოლოდ იმოქმედონ, არამედ სრულად ჩართული იყვნენ პროცესებში და „იცნობდნენ“ იმ ადამიანებს, რომლებსაც ემსახურებიან.

ეს მისია შესრულებადი გახდა Backbase-ის საბანკო ურთიერთობის პლატფორმის მეშვეობით, რომლითაც ყველა ისეთი მიმართულების მართვა შესაძლებელია ერთიან სივრცეში, როგორიცაა: საცალო, მცირე, საშუალო ბიზნესი, კორპორატიული მომსახურება და ქონების მართვა.
პლატფორმის მთელი დიზაინი ციფრული გაყიდვებიდან დაწყებული, ყოველდღიური საბანკო საქმიანობით დასრულებული, ფოკუსირებულია მარტივი გამოცდილების შექმნაზე, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის.

მსოფლიოს მასშტაბით 120–ზე მეტი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი აღჭურვილია Backbase-ის საბანკო ურთიერთობის პლატფორმით, მათ შორისაა AIB, Barclays, Banamex, Philippines Bank, BNP Paribas, Bremer Bank, Islands, Citibank, Citizens Bank, CheBanca, Discovery Bank, Greater Bank, HDFC, IDFC First, KeyBank, Lloyds Banking Group, Navy Federal Credit Union, PostFinance, RBC, Société Générale, TPBank, Vantage Bank Texas, Westpac და Wildfire Credit Union.

(NS)