მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკის შვილობილი კომპანია "ბბ ლიზინგი" მოგებით ბაზრის ლიდერია

60d5852759ea6
BM.GE
25.06.21 11:30
2009
ბაზისბანკის შვილობილი კომპანია ბბ ლიზინგი 2020 წლის ბოლოს შედეგებით 837 ათას ლარიან მოგებაზეა. სალიზინგო ბაზრის შედარებით ახალი მოთამაშისთვის, მაშინ, როდესაც კომპანიების დიდი უმრავლესობა ზარალზეა, საკმაოდ კარგი შედეგია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, წარმატების საიდუმლო თითოეული მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ მიდგომასა და მათთვის ლიზინგის საუკეთესო პირობებით შეთავაზებაშია.

ბბ ლიზინგი მომსახურებას სთავაზობს როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. კომპანიის მიზანია, პასუხისმგებლიანი დაფინანსების გზით მიაწოდოს მომხმარებელს სალიზინგო პროდუქტები და მისცეს მათ ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა, ასევე, გაუუმჯობესოს არსებული მატერიალური მდგომარეობა და შეუქმნას უფრო მეტი კომფორტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ბბ ლიზინგი არ აფინანსებს სალომბარდე შინაარსის განაცხადებს.

პოსტპანდემიურ პერიოდში, ფინანსური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, შესაბამისად, ბბ ლიზინგი მაქსიმალურად აქტიური იქნება ამ მიმართულებითაც, რითიც საკუთარ წვლილს შეიტანს ეკონომიკის რეაბილიტაციაში.

რაც შეეხება ბბ ლიზინგის სამომავლო გეგმებს, წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს პოტენციურ მომხმარებელში ცნობადობის მეტად გაზრდას და ბაზარზე მყარად პოზიციონირებას, როგორც საუკეთესო ფასისა და მოქნილი სერვისის მიმწოდებელი სალიზინგო კომპანია.
(NS)