მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკის სპეც-კურსი საუკეთესოა ბაზარზე

61249cc37bc6a
BM.GE
24.08.21 11:17
1769
დღეიდან, ბაზისბანკში სავალუტო ოპერაციების განხორციელება, ბანკის არსებული, თუ პოტენციური კლიენტებისათვის, უპრეცედენტოდ ხელსაყრელი გახდა. მომხმარებლისთვის, ბაზარზე არსებული საუკეთესო კურსით კონვერტაციის განხორციელება, როგორც ბაზისბანკის ციფრული არხების მეშვეობით, ასევე, უშუალოდ ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში ვიზიტისას არის შესაძლებელი.

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რეალურად დავანგრიოთ აქამდე არსებული სტერეოტიპი – „ბანკში კონვერტაცია ძვირია და გარეთ უკეთესი კურსია“. დღეიდან, ჩვენი საცალო მომხმარებელი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესი, ბაზისბანკში მიიღებს ბაზარზე არსებულ საუკეთესო კურსს და სავალუტო ჯიხურში კონვერტაციის დისკომფორტს სამუდამოდ დაივიწყებს, ყველა სასურველ ოპერაციას განახორციელებს ერთ წერტილში, იქნება ეს ბაზისბანკის სერვისცენტრი, თუ დისტანციური, ციფრული არხი“- გიორგი მაქაცარია, ბაზისბანკის სახაზინო დეპარტამენტის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ, პირველმა, სწორედ ბაზისბანკმა გამოიტანა ბაზარზე ისეთი ციფრული სახაზინო პროდუქტები, როგორიცაა ბლუმბერგის BMatch პლატფორმა - საუკეთესო შესაძლებლობა მსხვილი კონვერტაციებისათვის. ასევე, პირადი დილერის სერვისი და უპრეცედენტო და წარმატებული პროდუქტი „მოიპოვე ოქრო“, რომელიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.


(NS)