მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზისბანკმა" და "ჰუალინგ ჯგუფმა" მთავრობის მიერ შექმნილ "StopCov" ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

5e7a55b365052
BM.GE
24.03.20 22:44
4996
"ბაზისბანკი" კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარს გამოყოფს - ამის შესახებ ინფორმაცია ბანკის Facebook-გვერდზეა განთავსებული.

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბაზისბანკმა, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიტანა თავისი ფინანსური წვლილი სოციალური და ჯანდაცვის აქტივობების მხარდამჭერ ფონდში „StopCov“ 100 000 ლარის ოდენობით” - წერია ბანკის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში.

შეგახსენებთ: ბაზისბანკი ჰუალინგ ჯგუფის წევრია,რომელმაც თავის მხრივ, მთავრობის მიერ შექმნილ “StopCov” ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა. ჯამში ჯგუფის მიერ შეტანილი თანხა ფონდში 200 000 ლარს შეადგენს .