ბაზისბანკი, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს აგრო მეწარმეების ხელშეწყობას. ბანკი წლებია აქტიურად თანამშრომლობს გორის რაიონ სოფელ შინდისში არსებულ შპს ანტონი და კომპანიასთან, რომელიც ხილის გადამამუშავებელ ქარხანას და 17.5 ჰექტარზე გაშენებულ ამერიკული ჯიშის, ინტენსიური ვაშლის ბაღებს ფლობს. ვაშლის ბაღები სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემებით და სეტყვისგან დამცავი ბადეებით.
2021-2022 წლებში ბაზისბანკის მიერ, შეღავათიანი აგრო კრედიტის „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდვის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში, კომპანიისადმი განხორციელებულმა ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 2.3 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპანია ყოველწლიურად ადგილობრივი აგრო მეწარმეებისაგან ახორციელებს ნედლეულის, ძირითადად ვაშლის, შესყიდვას, შემდგომი გადამუშავების მიზნით. საწარმო დღეში საშუალოდ 120 ტონამდე ხილის კონცენტრატის გადამუშავებას ახორციელებს. ხილის გადამუშავებული კონცენტრატის 90%-მდე გერმანიაში გადის ექსპორტზე. ვაშლის ბაღებსა და ქარხანაში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
„ჩვენი კომპანია უკვე 18 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. წლებია, რაც ბაზისბანკი ჩვენი მუდმივი ფინანსური პარტნიორია. გასულ წელს, ჩვენს მიერ გადამუშავებული ვაშლის ჯამურმა რაოდენობამ 3600 ტონა შეადგინა და წელს ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას ვგეგმავთ. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ნედლეულის ჩაბარებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას ვახდენთ.“ - აღნიშნა შპს ანტონი და კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჯამელაშვილმა.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გადამამუშავებელი და აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესს, რომელიც მუდმივად ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ვიმედოვნებთ, ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა, კიდევ უფრო წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს. მსაგავსი ტიპის გადამამუშავებელი საწარმოების არსებობა კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში. - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.
R
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება