მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკმა „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დააჯილდოვა

6396f244f0cf2
BM.GE
12.12.22 13:19
449
ბაზისბანკმა, ხელოვნების და მეცნიერების სფეროში 2022 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის, ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები დააჯილდოვა.

თეატრალურ სივრცეში "ჰარაკი", დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემიის გამარჯვებულები, მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში დასახელდნენ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

ბაზისბანკმა, „წინანდლის პრემიის“ სპეციალური ჯილდოები და 4,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები, ორ ნომინაციაში გამარჯვებულებს გადასცა:

მსახიობ გივიკო ბარათაშვილს, ნომინაციაში თეატრალური ხელოვნება, კონსტანტინ ტრეპლევის როლის შესრულებისთვის სპექტაკლიდან „თოლია“ (ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, რეჟისორი დავით დოიაშვილი).

კინორეჟისორებს თინათინ და ხვიჩა ემირიძეებს, ნომინაციაში კინოხელოვნება, სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის „რესპუბლიკა“.

„წინანდლის პრემია“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერით, 1998 წელს დაფუძნდა. პრემიამ წლების განმავლობაში ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
R