მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრებსა და ბაზრობებზე ეპიდკონტროლი გამკაცრდება - მთავრობის გადაწყვეტილება

5f19385609ced
ინგა მურუსიძე
23.07.20 11:15
1024
მზად უნდა ვიყოთ, რომ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზონების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
ის გარდაბანში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ადგილზე მასობრივი ტესტირებები ჩატარდება.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ვირუსის მაჩვენებლების მატება. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ გავრცელება კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ხოლო იქაური ბევრი მოქალაქე მუშაობს თბილისის ბაზრებში თუ ბაზრობებზე. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ისევე როგორც ამ სოფლებში ჩატარდება ტესტირება, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში ჩვენ სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზონების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. მას შემდეგ, რაც ჩვენ ეტაპობრივად გავხსენით ეკონომიკური საქმიანობები, ყველა მოქალაქე უნდა იყოს ფრთხილად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დღეს - 12.