მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზრიდან კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადის

61c06b5a29276
შოთა ტყეშელაშვილი
20.12.21 15:47
2815
ბაზრიდან კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გადის. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯორჯიან ინტერნეიშენალ მისოს" რეგისტრაციის გაუქმების და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის ბრძანება. 

ორგანიზაცია, რომელიც ბაზარზე GI Credit-ის სახელით ოპერირებდა, 2013 წელს, ონლაინ-სესხების ბუმის დროს ეგვიპტის მოქალაქეებმა დააფუძნეს, თუმცა რეგულაციების ეტაპობრივი გამკაცრების შემდეგ ორგანიზაცია ფაქტობრივად აღარ ახორციელებდა საქმიანობას. 

სებ-ის მესამე კვარტლის ანგარიშის თანახმად, კომპანიაში ბოლოს 7 ადამიანი იყო დასაქმებული. მისო-ებს საკუთარი ფინანსური მონაცემების ვებგვერდებზე განთავსება ევალებათ, თუმცა კომპანიის დომენი აღარ არის ხელმისაწვდომი, შესაბამისად, უცნობია ლიკვიდაციის დაწყების წინ რა თანხის აქტივები და ვალდებულებები გააჩნდა კომპანიას. 

კიდევ ერთი მისოს გაუქმების შედეგად, ბაზარზე 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რჩება.