19.იანვარი .2022 15:04

Bazzar Boutique Hotel - „სმარტ ჰოტელ მენეჯმენტმა“ თბილისში ახალი სასტუმრო გახსნა

Bazzar Boutique Hotel - „სმარტ ჰოტელ მენეჯმენტმა“ თბილისში ახალი სასტუმრო გახსნა
views 1178
უკან

თბილისის ცენტრში, ორბელიანის მოედანზე, 15 იანვრიდან „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „სმარტ ჰოტელ მენეჯმენტმა“ ახალი სასტუმრო Bazzar Hotel აამოქმედდა.

BM.GE-სთან საუბრისას სასტუმროს მენეჯერის ასისტენტი მაიკო ნასყიდაშვილი აღნიშნავს, რომ მშენებლობის პროცესი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს და მისი ამოქმედების მთავარი მიზანი ქართული, ხარისხიანი სტუმართ-მასპინძლობის ბრენდის შექმნა და განვითარებაა, სადაც პრიორიტეტი სტუმრებსა და თანამშრომლებზე ზრუნვაზე კეთდება. სასტუმროს მმართველ კომპანიაში ინვესტიციის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე კომპანიამ 30 სამუშაო ადგილი შექმნა.



„სასტუმრო „ბაზზარი“ თბილისის ძველი უბანში ორბელიანის მოედანზე მდებარეობს. ყოფილი „სალდათის“ ბაზრის „იარმურკას“ ცენტრში და მისი სახელიც აქედან მომდინარეობს. კონცეფცია დაფუძნებულია მეგობრულ, პერსონიზებულ მომსახურებაზე. სასტუმრო მოიცავს 20 ოთახს და ვთვლით, რომ მრავალფეროვანი დიზაინი, ცოცხალი ფერები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის ორგანული მასალისგან შექმნილი ინტერიერი, გამოარჩევს მას სხვა სასტუმროებისგან. სასტუმრო „ბაზზარის“ ოპერირების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და ჩვენი გათვლებით, ახლო მომავალში, აღნიშნული რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.

სასტუმრო „ბაზზარის“ 1 ღამით განთავსების მინიმალური ღირებულებაა 385 ლარი + 18% დღგ-ია.

„სასტუმრო „ბაზზარის“ კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემო, დახვეწილი დიზაინი, ხარისხიანი მომსახურება, გემრიელი ქართული კერძები და სასიამოვნო შთაბეჭდილებების დაგროვებაა. სასტუმრო „ბაზზარმა“ ოპერირება 15 იანვრიდან დაიწყო და ამ პერიოდში ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდ ინტერესი გამოიწვია. ამავდროულად, დიდია ინტერესი მეზობელი ქვეყნებიდანაც. ვიმედოვნებთ, პანდემიის მიუხედავად, შევქმნით ადგილს, რომელიც განტვირთვისა და გასტრონომიული თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად იქცევა ნებისმიერი ქვეყნის სტუმრისთვის“, - აღნიშნა მაიკო ნასყიდაშვილმა.



სასტუმროს მენეჯმენტში იმასაც აღნიშნავენ, რომ პანდემიის პერიოდში სასტუმროს გახსნა გაბედული ნაბიჯია და განმარტავენ:

„მიგვაჩნია, რომ პანდემიის პერიოდი შეგვიძლია მაქსიმალურად გამოვიყენოთ სასტუმროს სტანდარტული ოპერირების პროცედურების ჩამოსაყალიბებლად, თანამშრომლების პროფესიულად განსავითარებლად, მომსახურების დასახვეწად, რათა სეზონის დასაწყისიდან მეტი თავდაჯერებულობით ვუმასპინძლოთ სტუმრებს და მივაწოდოთ ის ხარისხი, რასაც ჩვენგან ელიან“, - აღნიშნა მენეჯერის ასისტენტმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა