მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: Amazon-ი აშშ-ს ვაქცინის მიწოდებაში დაეხმარება

600e6a6660f57
თათია კაკიაშვილი
25.01.21 12:07
885

Amazon-ის ადმინისტრაცია აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს  Covid-19-ის ვაქცინების განაწილებაში დახმარებას სთავაზობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამასთან, კომპანიის მენეჯმენტი ითხოვს, რომ ვაქცინების განაწილების დროს Amazon-ის თანამშრომლების ვაქცინაცია პრიორიტეტული იყოს.

"ამაზონში" აცხადებენ, რომ 800,000 თანამშრომელი მსოფლიოში პირველი უნდა იყოს, ვინც ვაქცინის დოზებს მიიღებს, რადგან მათ სახლიდან მუშაობა არ შეუძლიათ. 

საგულისხმოა, რომ როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, აშშ-ის მოქალაქეებს მისი ადმინისტრაციის პირველი 100 დღის განმავლობაში 100 მილიონი COVID-19 ვაქცინა გაუკეთდებათ.

Amazon-ი ბოლო წლების განმავლობაში მიწოდების ძალისხმევას აძლიერებს. გასულ თვეში კომპანიამ საჰაერო ქსელის გასაფართოებლად პირველი თვითმფრინავები შეიძინა. ჯერ კიდევ პანდემიამდე კი, 2019 წელს, კომპანიამ ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით, 2,3 მილიარდი ამანათი დაარიგა, რომელიც Amazon-ის ვებ-გვერდზე იყო შეძენილი.