მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: ბორის ჯონსონის მკურნალობას შედეგი გამოაქვს

5e8dc703a21df
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.20 21:55
953
BBC-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ–მინისტრის ჯანმრთელობის შესახებ განახლებულ ცნობას ავრცელებს.

მედია გამოცემა ბრიტანეთის პრემიერის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ "პრემიერ–მინისტრის მდგომარეობა კლინიკურად სტაბილური რჩება და მკურნალობას შედეგი გამოაქვს."

ბორის ჯონსონი ცენტრალური ლონდონის წმინდა თომას ჰოსპიტალის ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში რჩება.

როგორც მისი პრესმდივანი ამბობს, პრემიერ–მინისტრი მხნედაა და სუნთქვისთვის დამატებითი დახმარება არ სჭირდება.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ–მინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 6 აპრილს მოათავსეს, მას შემდეგ რაც დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა გაუარესდა. როგორც მისი წარმომადგენლობა აცხადებს, ეს ზომები პრევენციულია და ჯონსონს მართვითი სუნთქვის აპარატი ჯერ არ დასჭირვებია.

ბორის ჯონსონმა 27 მარტს გავრცელებულ მიმართვაში თქვა, რომ კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ათი დღის განმავლობაში ის თვითიზოლაციიდან უძღვებოდა მთავრობის საქმიანობას, თუმცა მაღალი ტემპერატურისა და სხვა შენარჩუნებული სიმპტომების გამო 5 აპრილის საღამოს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.