მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: ბრიტანეთში COVID-19-ის შემთხვევების დღიურმა რაოდენობამ, შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს

5f69cb13ae392
ნათია თაქთაქიშვილი
22.09.20 22:40
723
BBC დიდი ბრიტანეთის მთავრობის მთავარი მეცნიერ-მრჩეველის, სერ პატრიკ ველენსის განცხადების საფუძველზე წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის 50 000-ს მიღწიოს, თუ ქვეყანა შესაბამის ზომებს არ აამოქმედებს.

მისი თქმით, ვითარების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ერთი თვის შემდგომ პერიოდში სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი 200-ს გადააჭარბებს.

„საჭიროა სიჩქარე, საჭიროა მოქმედება და საკმარისი უნარი ამის შესაკავებლად“, – განაცხადა პატრიკ ველენსმა.

ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია რეგულაციების დაცვა და ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენი ტესტირების ჩატარების გაზრდა.

ბრიტანეთში COVID-19-ის გავრცელების შეკავებისთვის ახალი შეზღუდვები ამოქმედდა