Cinemaworld-ი აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში კინოთეატრებს დახურავს. კომპანიის ხელმძღვანელის მუკი გრიდინგერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ „მარტივად არ მიუღიათ“. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, კინოთეატრების ქსელი ოპერირებას ხვალიდან შეწყვეტს და დაახლოებით, 45,000-მდე სამუშაო ადგილი დადგება რისკის ქვეშ.
„ჩვენ მთელი ძალით ვიღონეთ, რომ ყველა ბაზარზე რომლებზეც წარმოდგენილები ვართ კინოთეატრების გახსნა უსაფრთხო და მდგრადი ყოფილიყო. ვერ ავხსნით, რამდენად რთული იყო კინოთეატრების დახურვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა მუკი გრიდინგერმა.
გამოცემა წერს, რომ Cinemaworld-ს უჭირს დაასახელოს 663-მდე კინოთეატრის გახსნის ზუსტი თარიღი. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 127 დიდ ბრიტანეთშია განთავსებული.
კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, Cinemaworld-ი ყურადღებით დააკვირდება ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას და ასევე, იმ პროექტებს, რომლებიც ფილმის პრემიერებთან არის დაკავშირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.
შეგახსენებთ, რომ ფილმ „ჯეიმს ბონდის“ დაგეგმილი პრემიერა კორონავირუსის პანდემიის გამო ისევ გადაიდო. თავდაპირველად, ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის აპრილში იგეგმებოდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა