მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

5e8a45dbc8e62
თელარა გელანტია
06.04.20 00:53
1722
BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, covid-19-ის დადასტურებიდან მეათე დღეს ჯონსონს ვირუსის სიმპტომები კვლავ აღენიშნება, ამიტომ კლინიკაში მას ტესტს და გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

შეგახსენებთ: ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება „ტვიტერზე“ გააკეთა.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში მე კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები განმივითარდა, ესენია მაღალი ტემპერატურა და გამუდმებული ხველა. მთავარი სამედიცინო ოფიცრის რეკომენდაციის შესაბამისად, მე ჩავიტარე ტესტი, რომელმაც კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა. ამჟამად,, მე სახლიდან ვმუშაობ და ვარ თვითიზოლაციაში, თუმცა, რა თქმა უნდა, მე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით გამუდმებით მაქვს კონტაქტი მთავრობის წევრებთან და ვაგრძელებ პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობების შესრულებას," - ამბობდა ბორის ჯონსონი ვიდეომიმართვაში.