მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC: ევროკავშირი COVID-ვაქცინის ექსპორტის გამკაცრებას განიხილავს

600ffbbf6f156
ნათია თაქთაქიშვილი
26.01.21 19:40
925
კოვიდ-ვაქცინის არასაკმირისი დოზების გამო, ევროკავშირი ვაქცინის ექსპორტის გამკაცრებას განიხილავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, გასულ კვირას ვაქცინის ერთ-ერთმა მწარმოებელმა AstraZeneca-მ ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოების პროცესში შექმნილი პრობლემების გამო, ვაქცინის დაგეგმილ ვადებში მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება აქვს.

BBC წერს, რომ ვაქცინის დაგეგმილზე შემცირებული მოცულობით წარმოებაზე აცხადებს, ასევე, Pfizer-ი, რაც ევროკავშირის ქვეყნებში იმუნიზაციის ტემპის საგრძნობ შენელებას გამოიწვევს.

დიდი ბრიტანეთის იმუნიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნადიმ ზაჰავი ევროკავშირის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, ორივე ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca და Pfizer-BioNTech-ი ევროპის ქვეყნებს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს საჭირო რაოდენობის ვაქცინების დოზას თებერვლის შუა რიცხვებამდე მიაწვდის.

ევროკავშირის ჯანდაცვის კომისრის სტელა კირიაკიდესის განცხადებით, ევროკავშირი თავისი მოქალაქეების დასაცავად ყველა ზომას მიიღებს.  

„ვაქცინის შემმუშავებლებს აქვთ სოციალური და სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომლებიც უნდა დაიცვან“, – წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ბრიუსელმა მათგან ვაქცინის მიწოდების ვადების დეტალური გეგმა გამოითხოვა.

შეთანხმების მიხედვით, AstraZeneca-მ ევროკავშირს მარტისთვის 80 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდოს, თუმცა, როგორც BBC-ი იუწყება, 60%-ით ნაკლებს - 31 მილიონამდე დოზის მიწოდებას შეძლებს.