მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება

602e803bdfdb1
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.21 19:00
5416
შეიძლება გასაკვირი იყოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომა პროტესტის ნიშნად, მისი პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების გამო, მაგრამ როგორც ჩანს, გიორგი გახარიამ, გააცნობიერა ის რისკები, რომლებიც, შესაძლოა ოპოზიციონერის ციხეში ჩასმას მოჰყოლოდა - ასე ეხმაურობა BBC გიორგი გახარიას დღევანდელ გადაწყვეტილებას პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით.

BBC-ი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრების მოსაზრებას, რომლებსაც ნიკა მელიას დასჯა სურთ „კანონის უპატევცემულობის გამო“.

გამოცემა წერს, რომ საქართველო პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაშე დგას, რადგან ქვეყნის ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების გამო, რადგან, მათი თქმით, არჩევნები გაყალბებული იყო.

"აღსანიშნავია, რომ ამომრჩევლებს შორის არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შედეგ საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლებოდა, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გამო, საქართველო ფაქტობრივად ერთპარტიული სახელმწიფოა" - წერს გამოცემა.