მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC-ი სამუშაო ადგილების რაოდენობას შეამცირებს

5e32a44255aa4
ნათია თაქთაქიშვილი
30.01.20 20:20
863
მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ი სამუშაო ადგილების რაოდენობის შეამცირების თაობაზე აცხადებს. ახალი ამების განყოფილებაში თანამშრომელთა რიცხვი 450-ით შემცირდება, ხოლო სამაუწყებლო კომპნია 80 მილიონი ფუნტის (103 მილიონი დოლარის) დაზოგვას შეძლებს 2020 წლისთვის. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

როგორც გამოცემა აცხადებს, კადრების შემცირების შედეგად შემდეგი გადაცემები დაიხურება: დილის გადაცემა World Update, საღამოს ანალიტიკური ტელეგადაცემა News Night, ასევე კადრების შემცირება შეეხება BBC Radio 5-საც.

ამჟამად BBC-ის ახალი ამბების განყოფილებაში 6 000 ადამიანი მუშაობს, მათ შორის 1 700 ჟურნალისტი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ. კადრების შემცირების შემდეგ, „ბიბისი ნიუსის“ ბიუჯეტი წელიწადში 480 მილიონი ფუნტით (625 მილიონი დოლარი) განისაზღვრება.