მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBC რუსეთში თავისი ჟურნალისტების მუშაობას დროებით აჩერებს

622248e61c766
თამთა ჯიჯავაძე
04.03.22 21:12
507
BBC რუსეთში თავისი ჟურნალისტების მუშაობას დროებით წყვეტს. ამის შესახებ თავად გამოცემა წერს.

„რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა მხარი კანონს, რომელიც „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებისთვის ადამიანების 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - წერს BBC.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რუსეთში არაერთმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ შეწყვიტა მუშაობა.

„ეს რეგულაცია დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პროცესების კრიმინალიზების მოლოდინს აჩენს“, - აცხადებს BBC-ის გენერალური დირექტორი ტიმ დევი.

მისივე თქმით, მაუწყებლის რუსული ბიურო მუშაობას რუსეთის გარედან გააგრძელებს.

„ჩვენი ჟურნალისტები უკრაინაში და მსოფლიოს გარშემო გააგრძელებენ უკრაინაში შეჭრის გაშუქებას“, - დასძინა მან.