BBC-ი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ კერძზე - ხინკალზე მოგვითხრობს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, "კერძის წარმოშობაზე შეიძლება ბევრი იკამათო, თუმცა ფაქტია, რომ იგი საქართველოს კულტურის განუყოფელი ნაწილია. ხშირად მას რუსულ „პელმენსაც“ ადარებენ, მაგრამ „თუ ქართველს ეტყვი, რომ ხინკალი მათი ტრადიციული კერძი არ არის, შეიძლება მოგკლან კიდეც“. BBC-ი მკითხველს ურჩევს თავად ეწვიოს ამ ჯადოსნურ მხარეს და დააგემოვნოს აღნიშნული კერძი.
გამოცემა წერს, რომ კარგი ხინკლის დაგემოვნება შესაძლებელია როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე დედაქალაქში. ხშირად შეხვდებით მოსაღამოვებულზე ოჯახებს რესტორნებში, მათ მაგიდაზე ხინკლის დიდი გროვა უდევთ და მიირთმევენ. თითო ხინკალი ზომით თითქმის ჩოგბურთის ბურთის ზომისაა და გამოტენილია ხორცით, სანელებლებით, მწვანილებით და უგემრიელესი წვენით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართველები ხინკალთან ლუდს მიირთმევენ.
ქართული კერძები მისი ხარისხითა და მრავალფეროვნებით პოპულარულია არამხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ მთელს კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ. ქართულ კერძებს აღიარებდა, მეცხრამეტე საუკუნის რუსი პოეტი ალექსანდრე პუშკინიც და წერდა, რომ „ყველა ქართული კერძი ლექსია”.
მიუხედავად დღევანდელი დაძაბული ურთიერთობისა რუსეთსა და საქართველოს შორის, თუ სტუმარი მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში რესტორნების რეკომენდაციას ითხოვს, ქართული რესტორნები ამ სიაში აუცილებლად მოხვდება.
ამას გარდა, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა და გასულ წელს 8 მილიონზე მეტს მიაღწია. ბევრი ვიზიტორი სწორედ გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად სტუმრობს საქართველოს.
მე-20 საუკუნის საბჭოთა მმართველობის დროს, როდესაც საკვების და ღვინის წარმოება მკაცრად იყო სტანდარტიზებული, ქართული კერძების პოპულარიზაციაც შედარებით შეზღუდული იყო. ხოლო, 1990-იანი წლებიდან როგორც კი საქართველო გადავიდა კაპიტალიზმზე, ქვეყანამ დაიწყო მასობრივად აღნიშნული კერძების რეცეპტების მოძიება და პოპულარიზაცია.
"ხინკლის სამშობლოდ ფშავს მიიჩნევენ, სწორედ აქედან გავრცელდა ის საქართველოს დანარჩენ კუთხეებში. ხინკლის მოსამზადებლად საჭიროა მაგარი, უფუარი, ელასტიკური ცომი. მეორე მთავარი ინგრედიენტია ხორცის ფარში. მთაში ტრადიციულად გამოიყენებდნენ ცხვრის ხორცს. ხინკლის ბარში გავრცელებასთან ერთად, პოპულარული გახდა ღორისა და საქონლის ხორცის ფარშის ხინკალი და ცხვრის ფარშმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ტრადიციულ ხინკლის ფარშს ემატება გატარებული ხახვი, ცოტაოდენი ნიორი, მარილი და პილპილი", - წერია სტატიაში.
გამოცემის მიხედვით, თუშეთისა და ფშავის რეგიონში მცხოვრები ადამიანები აღნიშნავენ, რო სანამ ხინკალი ასეთი პოპულარული გახდებოდა და რესტორნების სუფრებზე გადაინაცვლებდა, ცივ ზამთარში და მაღალ მთაში ის გათბობის კარგი საშუალება იყო.
ფშავურ ხინკალს თბილისში ყველაზე გემრიელად ამზადებენ სოფია მელნიკოვას ფანტასტიკურ დუქანში, სადაც გარემოც გამორჩეულია. ქალაქის ცენტრში რესტორნის ეზო ვაზის ფოთლით არის დაფარული.
დღესდღეობით ქართველები აღნიშნული კერძის მოდერნიზებასაც ცდილობენ და კერძის ახალ ვერსიებს გვთავაზობენ. მაგალითად ხინკლის წვნიანს, რომელიც საქართველოში ცნობილი მზარეულის თეკუნა გაჩეჩილაძის ინოვაციაა. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში სტუმრობით ნებისმიერი გურმანი კმაყოფილი დარჩება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი