მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BBS - ახალი HR საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც პანდემიის პირობებში თავი წარმატებულად დაიმკვიდრა

5f06f26fe03ad
BM.GE
09.07.20 14:29
1561
BBS - Best Business Solutions - 2019 წლის დეკემბრის ბოლოს შეიქმნა პანდემიის პირობებში და საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს ფუნქციონირებას.

HR საკონსულტაციო კომპანია BBS ბიზნესებს ყოველთვის მათ საჭიროებებზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს, სწორედ ასე შეიქმნა, მაგალითად სულ ახალი პროდუქტი „ბრენდი და ორგანიზაცია“. პროდუქტი პარტნიორ და ბევრისთვის კარგად ნაცნობ კომპანიასთან „ბეთერფლაისთან“ ერთად შექმნეს. კომპანია ორი კომპეტენციის გაერთიანებით, სთავაზობს კომპანიებს სიახლეს, ეს კომპონენტები გახლავთ ბრენდის ცნობადობის კვლევა ბაზარზე და ბრენდის შესაძლებლობების კვლევა ორგანიზაციის შიგნით. კომპანიის ეს სტრატეგია რომ წარმატებულია ამას ადასტურებს უკვე ერთი ხელმოწერილი ხელშეკრულება.

“სწორედ ბაზრის არსებული და საპროგნოზო მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს HR ადმინისტრირების აუთსორსინგს. ეს მომსახურებაც ახალია ბაზარზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დღეს, როდესაც ერთის მხრივ, ძალიან დიდი დეფიციტია ადამიანური რესურსის, მეორეს მხრივ კი სულ უფრო მკაცრად რეგულირებადი ხდება HR ადმინისტრირების საკითხები, პროფესიონალური აუთსორსინგული მომსახურება მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის რეალურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ტიპის მომსახურებით, კომპანიები იღებენ უმაღლეს პროფესიონალურ მომსახურებას, რეალურად იმ ფასად რაც ერთი საშუალო გამოცდილების კადრისთვის უნდა გადაეხადათ. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ აქვთ მაღალი დონის პროფესიული მომსახურება ეკონომიურ ფასად. შესაბამისად, გარდა იმისა რომ ზოგავენ საოპერაციო ხარჯს, თავიდან ირიდებენ სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ ხარჯებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიებთან გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობა. აუთსორსინგით ამ ეტაპზე ორ კომპანიას ვემსახურებით” - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა - ანა მიქელაძემ.

BBS-სთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიებს დაეხმარონ პრობლემების აღმოჩენაში და მათი გადაჭრის გზების ძიებაში. ამ მიმართულებით, მათ არსებობის მოკლე პერიოდში, უკვე სამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ კომპანიას გაუწიეს კონსულტაცია.

„ძალიან საინტერესო იყო, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობა, რომელიც გულისხმობდა ჩვენი ქვეყნის და მისი ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო სსიპ-ის თანამშრომლებისათვის სემინარების ჩატარებას (და საკონსულტაციო მომსახურებას). ამ პროექტის ფარგლებში, დავინახეთ ქვეყნის სამსახურში მდგარი გულანთებული რამდენიმე ათეული ადამიანი და შევეცადეთ კიდევ უფრო აგვემაღლებინა მათი მოტივაცია და სისტემაში მოგვეყვანა მათი ცოდნა და დაგრვილი გამოცდილება“.

HR საკონსულტაციო კომპანიისთვის ასევე ძალიან საინტერესო იყო ე.წ. რეკრუტინგული პროექტები, რამაც კიდევ უფრო მეტი გამოცდილება დაუგროვა მათ.

„ამ პროექტების მეშვეობით კიდევ ერთხელ შევეხეთ შრომის ბაზარზე არსებულ პრობლემებს და ახალი ინიციატივები დავგეგმეთ. შრომის ბაზარი, განსაკუთრებით რეგიონებში ნამდვილად მოითხოვს სისტემურ, განგრძობად, ანალიზზე დამყარებულ დახმარებას, რაც ყველას ერთობლივი საქმეა“.

მსოფლიო პანდემია კომპანიამ შესაძლებლობად აქცია და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მათ ბიზნეს კონსულტაციები გაუწიეს 20 მდე კომპანიას.

„პანდემიის გამოცხადების შემდგომ, ჩვენ დახმარების სურვილი გამოვთქვით იმ მცირე და საშუალო კომპანიებისადმი, ვისაც განსაკუთრებით გაუჭირდა. მართალი გითხრათ, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შევძელით და 20-მდე კომპანიის წარმომადგენელს დავეხმარეთ. სხვადასხვა პრობლემებით მოგვმართავდნენ: დაწყებული იმით, თუ როგორ უნდა მოეხდინათ თანამშრომლების მართვა (უხელფასოში გაშვება, კომპენსაციის სიაში ჩაწერა), ბიზნეს პროცესების გადაწყობა არსებული რეალობის გათვალიწინებით, ახალი თანამშრომლების დროებით დამატება და სხვა. მაქსიმალურად, ბუნებრივია სრულიად უანგაროდ და ძალიან დიდი მონდომებით დავეხმარეთ თითოეულ მათგანს და იმედი მაქვს, ყველა მათგანი განაგრძობს თავის ბიზნეს საქმიანობას და გადალახავს პრობლემებს“.

ამავე პრიოდში კომპანია BBS გახდა ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისათვის“ წევრი ორგანიზაცია, რაც განვითარების და ინფორმირებულობის დიდ საშუალებას აძლევს მათ. BBS ასევე გახდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების WEPs ხელმომწერი.

პანდემიის პირობებში გარდა პრობლემებისა, კომპანიას ახალი შესაძლებლობებიც გაუჩნდა. BBS - მა გაიმარჯვა კონკურსში და ბიზნესის განვითარების მიზნით გრანტიც აიღო. დეტალებს უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებენ, მანამდე კი კომპანიის მენეჯმენტი ცდილობს არ გადაუხვიონ დასახულ გზას და ეს პროდუქტიც ბიზნესის საჭიროებას მოარგონ.

„ჩვენი საქმიანობის ყველა ეტაპზე ვცდილობთ დავიცვათ კომპანიის ინტერესები და ეს გავაკეთოთ იმგვარად, რომ არ დავაზიანოთ თანამშრომლის ინტერესები. ყოველთვის ვიმოქმედოთ თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპებით და კანონმდებლობის მოთხოვნებს სრული დაცვით. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესის განვითარებას მოყვება ადამიანური რესურსის განვითარებაზე მოთხოვნა. ეს ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული და ძალიან მნიშვნელოვანი ჯაჭვი არასოდეს უნდა დაირღვეს“ - ანა მიქელაძე BBS დამფუძნებელი.