მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BDO - აუდიტის ბაზრის ლიდერი

5f15c59a982f0
BM.GE
21.07.20 09:00
2100
ბოლო წლებში, აუდიტორული კომპანიების ბაზარზე უფრო ფართო არჩევანის აუცილებლობა, რამდენიმე ქვეყანაში რეგულატორების მუშაობის ინტენსიური თემაა. მიდგომების და დამოკიდებულების შეცვლა აუდიტორის შერჩევის და მასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით, აუდიტორული ფირმებისთვის მსხვილი კომპანიების მომსახურების მეტად თანაბარი შესაძლებლობების მიცემას ემსახურება. შედეგად საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიებისთვის აუდიტორული მომსახურების გასაწევად პროფესიონალური კომპანიის მასშტაბი ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი აღარ არის. საშუალო, იგივე mid-tier ბაზრის მოთამაშეები ამბიციის საპირწონე სექტორის ექსპერტიზასაც ფლობენ, ხარისხსაც უზრუნველყოფენ და დამკვეთს მომსახურების მეტად გულისხმიერ, მოქნილ და ინოვაციურ გზებს სთავაზობენ.

აუდიტის ბაზრის დაბალანსება, რაც რეგულაციის ერთ-ერთ შედეგად მოიაზრება, კომპანიებს აუდიტირებისთვის არჩევანის უფრო ფართო შესაძლებლობას მისცემს, ამასთან, ისეთ კომპანიებს შორის, რომელთაც მომსახურების გაწევა სათანადო ხარისხით შეუძლიათ. საბოლოო ჯამში, აუდიტის სფეროში მიმდინარე ცვლილებები კონკურენციის ზრდას, ბიზნესის გამჭვირვალობასა და ჯანსაღი პროცესების დაწყებას ემსახურება.

Adviser Rankings-ის მონაცემებით, BDO-მ დიდ ბრიტანეთში მეორე ადგილზე გადაინაცვლა ბირჟაზე რეგისტრირებული დამკვეთების რაოდენობით. 2020 წლის მაისამდე, მხოლოდ 12 თვიან პერიოდში, BDO-ს დამკვეთების რიგებს დამატებით 35 ასეთი კომპანია შეუერთდა და მათი ჯამური რიცხვი ახლა 297-ს შეადგენს. ეს კომპანიები, საკრედიტო ინსტიტუტებთან და სადაზღვევო კომპანიებთან ერთად, საზოგადოებრივი დაინტერესების პირების (სდპ) ფართო კატეგორიის ნაწილია. ამ თვალსაზრისით BDO საქართველოში ასევე ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს. არსებობის 20 წლის განმავლობაში, აუდიტორული კომპანია თითქმის ყველა სიდიდის, ინდუსტრიის თუ მმართველობის მოდელის მქონე სულ უფრო მეტ ბიზნესს ემსახურება და მათი განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს.

BDO-ს ქსელის უნიკალური საერთაშორისო გამოცდილება, რესურსები და სერვისის გამორჩეული მიდგომები, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ მინიჭებული პირველი კატეგორია განაპირობებს, რომ BDO ზედიზედ მე-3 წელია სდპ-ის ყველა სპექტრის, ასევე პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიების რაოდენობრივად ყველაზე დიდ ნაწილს ემსახურება.

ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს BDO-ს დაწინაურებას აუდიტის ბაზარზე, ვფიქრობ, ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და ის გეზი, რომელიც ქსელს გლობალურად აქვს აღებული, ამართლებს ჩვენი კლიენტების მოლოდინს როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო მასშტაბით. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მომსახურება, რომელსაც ვთავაზობთ ბიზნესს, არამხოლოდ აკმაყოფილებდეს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, არამედ კომპანიებს ეხმარებოდეს ახლებურად შეხედონ ბიზნესპროცესებს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ტექნოლოგიების განვითარება ყოველდღიურად გვაკვირვებს და ზრდის პროცესების სრულყოფის შესაძლებლობებს. BDO-ს ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია ეს არის ლიდერობა ინოვაციებში იმისთვის, რომ რეალური სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს კლიენტებს“.

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება BDO-ს ყველაზე ფართო სერვისია, რომლის წილიც BDO საქართველოს 2019 წლის შემოსავლის 37%-ს შეადგენდა.

ივანე ჟუჟუნაშვილი, პარტნიორი, აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენი კოლეგები დიდ ბრიტანეთში და ჩვენ საქართველოში, მასშტაბის მიუხედავად, ერთნაირ ღირებულებებზე დაყრდნობით ვმუშაობთ ჩვენი დამკვეთებისთვის. ამბიცია გვაქვს, რომ ჩვენთან თანამშრომლობა გამორჩეული გამოცდილებაა. ვფიქრობ, ნდობა, რომელსაც კომპანიები გვიცხადებენ მთელი ეს წლები, არის პასუხისმგებლობის, ურთიერთობების და გულისხმიერების დამსახურება, რომლითაც დამკვეთებთან ვთანამშრომლობთ. ყოველი წარმატება ბუნებრივია მოტივაცაა, რომ მუდმივად განვავითაროთ მომსახურების შეთავაზება, გადავიდეთ ახალ საფეხურზე და უფრო კომფორტული გავხადოთ ჩვენთან, როგორც ბიზნეს კონსულტანტთან ურთიერთობა. მადლობას ვუხდი აუდიტის გუნდს გაწეული შრომისა და ძალისხმევისთვის, გუნდის თითოეული წევრი ჩვენი ბრენდის ელჩი და გულშემატკივარია“.
NS